გრიგორ კარასინი - ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის, ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულებულა, ხოლო იმისთვის რომ ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს, გამოძიება უნდა დასრულდეს.

“გამოძიება დასრულებული არ არის. როგორც ვიცი, ის არც საქრათელოში დასრულებულა. ჩვენი პოზიცია ასეთია- ამ თემაზე დიალოგის დაწყებისთვის, ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. ჩვენი აზრით, ეს არ არის მართებული გადაწყვეტილება. ის ხელს უშლის დიალოგს და ურთიერთთანამშრომლობის ბევრ ელემენტს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის. ეს დასავლური კალკაა, კავკასიაში ეს არ იმუშავებს და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს. უკეთესია დიალოგის დალაგება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში. თუ ჩვენ ჟენევის დისკუსიას მხოლოდ ამ ტრაგიკული შემთხვევების გარჩევამდე დავიყვანთ, მაშინ წინ ვერ წავალთ“, - განაცხადა კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია