კახეთის გუბერნატორის მოადგილედ პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

კახეთის გუბერნატორის მოადგილედ პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

კახეთის გუბერნატორის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელძე დაინიშნა. ირაკლი ქადაგიშვილმა კალმახელიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ის მუშაობას დღეიდან შეუდგა.

„დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს. ჩემი მოვალეობა იქნება თვითმმართველობასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ეტაპზე ამ კუთხით ვიმუშავებ. ძირითადი ფუნქცია იქნება კოორდინაცია თვითმმართველობასთან და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა", - აღნიშნა კალმახელიძემ.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის მოადგილის პოსტი 7 თებერვლიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.