რუსთავში ე.წ. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში ე.წ. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სკვერში ამფითეატრი, დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, სარწყავი სისტემა, მინისპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე მოეწყობა, დამონტაჟდება გარე განათება, დეკორატიული ურნები და სკამები.

მისივე ცნობით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არბა’’ ასრულებს. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 973 564 ლარია.

სკვერის კეთილმოწყობა ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.

მათივე ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის კეთილმოწყობა, რუსთავის მერიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ინიციატივით დაიწყო.

პროექტის შემუშავებამდე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკვერის რეაბილიტაციის გეგმა ახლომდებარე კორპუსების მოსახლეობას გააცნეს და მოისმინეს მათი მოსაზრებები.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.