აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკითხის განხილვამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლეს და ახლახანს გავრცელებული ფარულ ჩანაწერებზე, ასევე რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. განცხადებების შემდეგ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

კოლეგების საპროტესტო განწყობას გამოეხმაურა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მისი განცხადებით, რეგლამენტის პროექტი, რომლის განხილვაში მონაწილეობაზეც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა, მოიცავს ძალზე მნიშვნელოვან პუნქტებს, რომლებიც აძლიერებენ უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელ ფუნქციებს. ამასთან, ახალი რეგლამენტით ოპოზიციას ეძლევა კვოტა მმართველ რგოლში, კერძოდ ყველა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ერთგვარი შესავალის შემდეგ, დავით გაბაიძე საკითხის განხილვაზე გადავიდა და სხდომას, რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

რამდენიმე რედაქციული შენიშვნის გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს: უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებს, ასევე უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, მესამე მოსმენით - 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა