ანონსი  5 აპრილი

5 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული)

5 აპრილს, 10:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის - „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ -ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ. 73

5 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კავშირი „საფარის“ (რომელიც ანა ბაგრატიონის ინტერესებს იცავს) ხელმძღვანელი ბაია პატარაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის საქმე - ბრალდებები საქმეში ბავშვის გამოყენების შესახებ.

დავით ბაგრატიონის მიერ საქართველოს დატოვება და მისი დაცვის მხარის განცხადებები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 აპრილს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 აპრილს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დიმიტრი შაშკინის ბრიფინგი გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო - 557 90 39 07 ქეთი კირთაძე

5 აპრილს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პრესკონფერენციაზე სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს წარადგენს.

მის: დავით აღმაშენებლის #61

საკონტაქტო: ნინო ხუციძე, 593 266 177

5 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის” წევრი, ირაკლი წერეთელი და ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება-მიმართვას გააკეთებენ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო .: 593 53 45 24

5აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი. B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი.

5 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: რატომ არ ასრულებს ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას „თიელსი პროფერთი მენეჯმენტის“ საქმეზე, ვის ინტერესში შედის მესაკუთრის უფლებების გათელვა და რატომ დუმს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუსრულებლობით დამდგარ დანაშაულზე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო.: 599 291202; 593 53 45 24

5 აპრილს, 11:30 საათზე, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები სანდრო ბრეგაძე და დავით ნემსაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 აპრილს 12:00 საათზე, სასტუმრო რუმსში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, “პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლების გამოწვევებზე”, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

5 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი B კორპუსი, III სართული

5 აპრილს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე საოჯახო მედიცინის ცენტრს ეწვევიან და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამებს გაეცნობიან.

მის: წინამძღვრიშვილის ქ. 57

საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი, 558 24 07 70

5 აპრილს 12:00 საათზე, რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

მის: რუსთავი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მეგობრობის N29ბ

5 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლები კოკა ლაბარტყავა და კონსტანტინე რუხაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა. პაციენტები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო.: 599 291202; 593 53 45 24

5 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გააფორმებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან: „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.

5 აპრილს, 13:00 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან იოსელიანს წარადგენს.

მის: ამაღლების ქ.#40, „ლადოს ბაღი“

5 აპრილს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" შესასვლელთან (ლუბლიანას ქუჩის მხრიდან) „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო - ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

5 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, შეხვდება.

მის: გენერალ კვინიტაძის ქუჩა #20

5 აპრილს, 14:15 საათზე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.

მის: არაყიშვილის ქუჩა #3, IV სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 აპრილს, 14:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართება, სადაც ხელი მოეწერება ახალი ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის მემორანდუმს და გამოვლინდებიან მიმდინარე პროგრამის სტიპენდიატები.

მის.: გუდიაშვილის ქ. 5

5 აპრილს, 17:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართება.

მის.: დიმიტრი უზნაძის 68

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

5 აპრილს, 18:00 საათზე „თიბისი არტ გალერეაში“ ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნება.

მის: მარჯანიშვილის #7; თიბისი ბანკი, II სართული

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს