ექიმების ინფორმაციით, სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ავტოსაგზაო შემთხვევიდან 112-ის ბრიგადამ 2 პაციენტი შემოიყვანა, 37 წლის და 35 წლის მამაკაცები. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის. ისინი იმყოფებიან მიმღებ - დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, დაჟეჟილობები. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა