„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულების პროცესის დაწყებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და კავშირში ბრალდებულების - იმედა აბაშიძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძისა და ბეჟან დეკანაძის განაჩენს ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს გამოიტანს.

პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, იმედა აბაშიძის ოჯახი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ასევე მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩვენ გვჯერა მართლმსაჯულების და დიდი იმედი გვაქვს, მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. რვა თვეა მიმდინარეობს პროცესი და ვერც ერთი რეალური მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდებამ, იმედი მაქვს, მოსამართლე იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასაც გაითვალისწინებს“, - ამბობს ბრალდებულის მეუღლე ნინო აბაშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა