„დირსი“ დევნილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დირსში“ შეჭრილმა დევნილებმა კომპლექსი სრულად დატოვეს, - აღნიშნულ განცხადებას,,ას ჯორჯია-დირსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეიჭრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც დაიკავეს კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ მომზადების პროცესში არსებული ფართები.

,,მოხარულებული ვართ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომლის მომსწრეც საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მშვიდობიანად დასრულდა, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრულო პოლიციას, ძალოვან უწყებებს. მათთან კოორდინირებული მუშაობისა და შუამდგომლობის შედეგად მოხდა პრობლემის სრულად აღმოფხვრა, რის შედეგადაც დევნილებმა დატოვეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი კუთვნილი კომპლექსი.

გვესმის და სრულად თანავუგრძნობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. თუმცა, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია სხვისი საკუთრების ხელყოფა. ამ დღეების განმავლობაში დაირღვა ჩვენი მესაკუთრეების უფლებები. გვსურს, იმედი გამოვთქვათ, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება.

დღეიდან „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ასევე, განახლდა სამშენებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 5 წელიწადში მილიარდნახევარ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მცხოვრებლებს იმისთვის, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას, ზარალის ანაზღაურებას კი კომპანია სრულად თავის თავზე იღებს”, - ნათქვამია ,,ას ჯორჯია-დირსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია