გიორგი კანდელაკი კობა გვენეტაძეს - იღებთ თუ არა მთავრობასთან ერთად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 8000 ადამიანი უმუშევარი დარჩება?

იღებთ თუ არა მთავრობასთან ერთად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 8000 ადამიანი უმუშევარი დარჩება? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. კანდელაკმა საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ რეგულაციების გამო ცხოვრება ძალიან ბევრ ადამიანს გაურთულდა. კანდელაკმა მაგალითად სამშენებლო ბიზნესი მოიყვანა და აღნიშნა, რომ არსებობს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მალე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესშია დასაქმებული უმუშევარი დარჩება.

„საბანკო რეგულაციებმა ცხოვრება ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს გაურთულა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში და ეს არ არის მხოლოდ ოჯახური, ფერმერული მეურნეობები. მაგალითად ფოტოგრაფები, რომლებიც ფრილანსერები არიან, თარჯიმნები, ტაქსის მძღოლები და ა.შ. ეს ადამიანები ვერ იღებენ სამომხმარებლო სესხს, ელემენტარულად სარეცხის მანქანას ვერ ყიდულობენ, ფუფუნების საგნებზე არ არის საუბარი. ამის გამო, კატასტროფულად შემცირდა გაყიდვები ტექნიკის მაღაზიებში, ავეჯის მაღაზიებში. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, თქვენ თვითონ თქვით, რომ გაფუჭებული სესხების რაოდენობა 1% იყო და თითქოსდა რა აუცილებლობა იყო, რომ იპოთეკურ სესხებზე გავრცელებულიყო ასეთი ტიპის რეგულაციები, მაგრამ მაინც გავრცელდა და ამის შედეგია ის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია 35%-ით, ზოგ შემთხვევაში კი 70%-ით. ცნობილია თქვენთვის თუ არა, რომ მაგალითად უახლოეს მომავალში არის პროგნოზი, რომ სამსახურს დაკარგავს დაახლოებით 8000 ადამიანი. თუკი ეს თქვენთვის ცნობილია, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, მთავრობასთან ერთად ამ ადამიანების უმუშევრად დარჩენის გამო“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატმა ასევე სესხების ლარში გაცემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე იმდენად მაღალია, რომ განსხვავება დოლარსა და ევროში გაცემულ სესხებთან პრაქტიკულად არ არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა