მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნეს და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახმა გააპროტესტა. ისინი ამბობენ, რომ საქმე სათანადოდ არ გამოძიებულა, რაშიც პროკურატურას ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ძმა საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, რისი უფლებაც მას მანდატურებმა არ მისცეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი როზეტა ზარქუა. მისი თქმით, არ გამოკვლეულა სათანადო მტკიცებულებები, რაც დამნაშავედ ცნობდა მამუკა ნიგურიანს. ადვოკატი, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მესტიაში, საკუთარ ეზოში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაკავებულა და ის ძებნილად ითვლება.

























