ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. მომდევნო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება და ბრალდების მხარე შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტომასალას გამოაქვეყნებს. ამავე სხდომაზე იგეგმება ბრალდებული მერაბ კვირიკაშვილის დაკითხვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, მათი დაკითხვა საჭირო არ გახდა. პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა მერაბ კვირიკაშვილი.

მომდევნო პროცესი 25 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო