სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების საპოსტერო კონფერენცია გაიმართა

2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების საპოსტერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდა.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ცხადდება.

ღონისძიებას დაესწრნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს ინოვაციებისა ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მანანა ფრუიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსი - თეონა ბაბუნაშვილი და ასევე, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის 2016 და 2018 წლების კომისიის წევრები.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ