ხობში, ერთ-ერთი ოჯახიდან პოლიციამ გარკვეული ოდენობის მარიხუანა ამოიღო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ერთ-ერთი ოჯახიდან პოლიციამ გარკვეული ოდენობის მარიხუანა ამოიღო. ინფორმაციას, რომ სამართალდამცავები აღნიშნულ ოჯახში იმყოფებოდნენ, ადასტურებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ახალი ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში, რინელ ადამია, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

,,ვიცი, რომ იქ პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა დეტალები ჩემთვის უცნობია,“- აღნიშნა რინელ ადამიამ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა