ირაკლი კობახიძე - საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ

პარლამენტის სასესიო დარბაზში არსებულ აკუსტიკურ პრობლემებზე ივლისში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას.

“სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააზუსტა, რომ კედლებზე გასაკრავია სპეციალური მასალა, რაც დარბაზს ხმაურისგან დაიცავს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, პარლამენტის თბილისში გადმოსვლამდე, სასესიო დარბაზში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არც ერთ ღონისძიებას აკუსტიკასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

როგორც პარლამეტის წევრები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკური პრობლემის გამო, გამომსვლელთა განცხადებებს ვერ ისმენენ და ხშირ შემთხვევაში, ხმის სწორად მიცემასაც ვერ ახერხებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს