ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება შედგა. დასმა მაყურებლის წინაშე ,,ბრემენელი მუსიკოსები" წარადგინა.

საბავშვო-მუსიკალური სპექტაკლი ვახტანგ ნიკოლავას რეჟისორობით დაიდგა. მასში ფოთის თეატრის ძველი და ახალი თაობის მსახიობები მონაწილეობენ.

„როგორც ხედავთ პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. პატარა მაყურებელი დიდი ხანია მონატრებულია ფოთის თეატრში მსგავს სპექტაკლებს. მე მინდა მადლობა ვუთხრა რეჟისორს, მშობლებს, რომლებმაც ბავშვები მოიყვანეს და ერთად ვიზეიმეთ დღევანდელი დღე,“- განაცხადა მსახიობმა სანდრო გუჯაბიძემ.

სპექტაკლზე მსახიობები ერთი თვე მუშაობდნენ. ფოთის თეატრში საპრემიერო ჩვენებები გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა