საგარეჯოში, სოფელ უჯარმაში შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიიდან კენჭს  ზურაბ შინდელაშვილი იყრის

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიიდან კენჭს ზურაბ შინდელაშვილი იყრის.

შილედალაშვილი დღეს მოსახლეობას კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარუდგინა.

„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პროფესიით ეკონომისტია.

ის ბოლო დროს კერძო სექტორში საქმიანობდა.

ზურაბ შინდელაშვილს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს. მისი თქმით, სოფელ უჯარმის პრობლემებს კარგად იცნობს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ეტაპზე სასმელი წყლის და გზების საკითხის მოგვარებაზე იმუშავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა