11 აპრილს, ტაქსის მძღოლები თბილისში მსვლელობას გამართავენ

11 აპრილს, ტაქსის მძღოლები თბილისში აქცია-მსვლელობას გამართავენ. როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თბილისის მერიაში აქცია-მსვლელობის შესახებ განაცხადი უკვე შენატანილია.

როგორც ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, 11 აპრილს ისინი აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე ეკლესიასთან შეიკრიბებიან, რუსთაველის გამზირს გაივლიან და მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დაასრულებენ.

„ტაქსების მონოპოლიის შექმნას არ დავუშვებთ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბრძოლას საიმისოდ, რომ გაუქმდეს ტაქსის მძღოლების დევნისაკენ მიმართული იძულებითი რეფორმები. მათ შორის, პირველ რიგში, ვითხოვთ, იძულებითი გადაღებვის საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. მანამდე, ჩვენი საპროტესტო გამოსვლის გეგმები ძალაშია. 11 აპრილს, ამ ადგილიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან, 14:00 საათზე, დაიძვრება ტაქსების დიდი კოლონა, რუსთაველის გავლით, ივანიშვილის სასახლისაკენ. ან ხელისუფლება გონს მოეგება, ან კალაძე-ივანიშვილი გაიქცევიან. მოთხოვნა არის პრინციპული. ეს ადამიანები შრომობენ საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. ამიტომ, ჩვენ კვლავ და კვლავ მოვითხოვთ, რომ იძულებითი რეფორმა გაუქმდეს“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ტაქსისტები 11 აპრილს რუსთაველის გამზირიდან ივანიშვიილის სახლამდე აქციას გეგმავენ - "10 ლარი წულუკიანს მიართვეს, პინ-კოდი უნდ აიღოთო, ეს არის თაღლითური სქემა"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა