ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე -  ბათუმში  ნაპოვნი  სამარხი ნამდვილად რეპრესირებულებს ეკუთვნის

ბათუმში ნაპოვნი სამარხი რეპრესირებულებს ეკუთვნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისტორიკოსმა რამაზ სურმანიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები ნამდვილად მიჰყავდათ დასახვრეტად.

„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამის კვლევა. უშუალოდ მძღოლისგან მაქვს მოსმენილი, რომ სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ მასობრივად დახოცილები. იყო კიდევ ორი ადგილი სალიბაურსა და ადლიაში, სადაც საერთო სამარხებია. უშუალოდ მე დავუკავშირდი ეპარქიას, მეუფე დიმიტრის და ერთობლივად მოვიძიეთ ადგილი. დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საკმარისი ისტორიული წყაროები მოვიძიეთ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა რამაზ სურმანიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გათხრების შედეგად აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო