ხელვაჩაურში, სოფელი თხილნარში, მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა 32 წლის მამაკაცი გამოიყვანეს

ხელვაჩაურში, სოფელი თხილნარში, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წყლის დონის მომატების შედეგად, მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს