პრეზიდენტმა ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურმა აცნობა, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, ძალოსანთა საქართველოს ნაკრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის დიდი პატივია ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის - „ბათუმი 2019-ის“ მასპინძლობა.

მისი განცხადებით, ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ძალოსნობის სპორტულ სახეობაში, და არა მხოლოდ, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.

,,ეს დიდი დღეა საქართველოსათვის. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქალი სპორტსმენის, თათია ლორთქიფანიძის საკითხსაც შეეხო.

,,მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო