თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მკაფიო დასტურია, რომ საქართველო არის სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა

ბათუმი ძალოსანთა 50-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს. სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. მათი ინფორმაციით, გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბათუმისთვის, როგორც ევროპის სპორტული ქალაქისთვის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სიმბოლურია და ზრდის რეგიონის და ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.

„პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში 60-მდე ქვეყანაში განახორციელებს. ჩემპიონატი ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება. ის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქი 1000-მდე სტუმარს ელოდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა