აჭარის ტურისტული პროდუქტები ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „LEISURE 2018” დამოუკიდებელი სტენდით უწევს პოპულარიზაციას, სადაც საუკეთესო სტენდისა და გაფორმებისთვის აჭარის სტენდმა სპეციალური დიპლომები აიღო.

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარაში პრეს და ინფოტურების გამართვა იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 20 ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

ცნობისთვის, ბელარუსი აჭარისთვის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ანხორციელებს. 35%-ითაა გაზრდილი ბელარუსიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. მინსკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 3 აპრილს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა