ირაკლი ქადაგიშვილმა შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პანკისის ხეობის მოსახლეობას წარუდგინა

ირაკლი ქადაგიშვილმა შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პანკისის ხეობის მოსახლეობას წარუდგინა

საგარეჯოს შემდეგ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პანკისი ხეობის მოსახლეობას წარუდგინა.

მმართველი პარტიიდან საკრებულოს დეპუტატობისთვის როსტომ ალხანიშვილი იყრის კენჭს.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელ ომალოს, დუმასტურის, ზემო და ქვემო ხალაწანის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

როსტომ ალხანიშვილი რამდენიმე წელი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო სოფელ ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში.