ტარიელ ნაკაიძე - რეპრესირებულთა სამარხებში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმ ადამიანებს ეკუთვნოდა, ამიტომ, მათ გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირები უნდა ჩართონ

„ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმ ადამიანებს ეკუთვნოდა, რის გამოც მათ გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვს.

„ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ში აღმოაჩინეს 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც განთავსებული იყო 150-მდე ადამიანის ნეშტი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ეპარქიის მიერ მოხდა მათი ამოსვენება. 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა იგეგმება. აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, მათ გადასვენებაში ჩართული იქნან მუსლიმი სასულიერო პირები. კატეგორიულად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საპატრიარქოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა