რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული გელა როსტობაიას ოჯახში სანდრა რულოვსი და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდნენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოფელ შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გელა როსტობაიას ოჯახში იმყოფებოდა.შამგონაში ასევე იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

როგორც დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაჩალიკაშვილმა მას სოლიდარობა გამოუცხადა.

„ეს ეს არის წავიდნენ. სოლიდარობა გამომიცხადეს და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დამპირდნენ“, - აღნიშნა როსტობაიამ.

როსტობაიების ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. რუსმა ოკუპანტებმა გელა როსტობაია 5 აპრილს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს