სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაიწვა

სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაიწვა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შენობაში არსებული წიგნები და ინვენტარი ჯერ გაანადგურეს შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობნენ და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.