ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილს ეწვია და გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაიწმინდა, აღდგა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა.

,,წელს მოვახერხეთ, რომ ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე. უკვე დღეიდან, ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მთავრობის თავმჯდომარე თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და ტურნირში მოასპარეზე მოყვარული სპორტსმენები დააჯილდოვა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და გამარჯვებულებს წინსვლა და წარმატებები უსურვა.

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მეცენატ გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო