მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გასაცნობად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გრძელდება

ბორჯომის მერი მერი ლევან ლიპარტია, წარმომადგენელთან ლაშა კევლიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ირაკლი კვირკველიასთან და ელზა კუჭუხიძესთან ერთად სოფელ ჭობისხევს და სოფელ ლარებს ესტუმრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საჭიროებების გამოვლენასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სოფელ ჭობისხევში წელს ადგილობრივი დაფინანსებით, სტადიონის, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, ასევე სკოლის მიმდებარედ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ასევე გარე-განათება, დაიწყება სოფელში გზის დარჩენილი მონაკვეთების საპროექტო სამუშაოები. სოფლის პროგრამით კი სოფელში ტრენაჟორებისა და ატრაქციონების განთავსება მოხდება.

სოფელ ლარებში წელს გარე-განათების მოწყობა და სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება.

შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო