გიორგი ქობულია ივანიშვილის წერილზე - დიახ, ჩვენი დემოკრატიის განვითარება წინ უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, ამაში მე ვეთანხმები

დიახ, ჩვენი დემოკრატიის განვითარება წინ უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, ამაში მე ვეთანხმები, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის კომენტირებისას განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ამასთან, ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი.

„ჩვენ ძალიან დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებაში კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა მოწინავე ქვეყნების ეკონომიკას დაუახლოვდეს. თუ შევხედავთ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში, ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა ვართ. ორი ათეული წელია სწრაფად ვვითარდებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გვაქვს კომპლექსური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს უნდა მივაღწიოთ. ეს გულისხმობს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო ბიზნესის და სხვა მრავალი მიმართულების განვითარებას,"-განაცხადა ქობულიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში აღნიშნა, რომ როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა.

„ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია“, - აღნიშნულია ივანიშვილის ღია წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა