მოძრაობამ „ერთად სახლში", ქუთაისში, აქცია -  „დარჩი სახლში" გამართა

მოძრაობამ „ერთად სახლში", ქუთაისში, აქცია - „დარჩი სახლში" გამართა. ორგანიზაციის წევრებმა მერიის წინ ჩემოდნები წარწერით „ერთად სახლში" მიიტანეს და ახალგაზრდებს ქვეყანაში დარჩენასა და არსებული სიტუაციის შეცვლისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ემიგრანტები დაბრუნდნენ ქვეყანაში.

„თბილისის შემდეგ აქცია ქუთაისში გავმართეთ. ამ აქციით, ქვეყნიდან ადამიანების გადინებას ვეწინააღმდეგებით და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, არ დატოვონ ქვეყანა და ერთად შევცვალოთ არსებული სიტუაცია. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ხელისუფლებამ იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე, რომ ადამიანები არა თუ წავიდნენ ქვეყნიდან, არამედ დაბრუნდნენ. ჩვენ შევუერთდით ემიგრანტების კამპანიას "ერთად სახლში" და აქცია "დარჩი სახლში" სხვადასხვა ქალაქში გაიმართება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა