ოთარ კახიძე გვენეტაძეს - თქვენ ხართ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და არ შეიძლება საკუთარი თავი გამოაყენებინოთ პარტიის თავმჯდომარეს

თქვენ ხართ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და არ შეიძლება საკუთარი თავი გამოაყენებინოთ პარტიის თავმჯდომარეს, - ასე მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

როგორც კახიძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა, თავისი საქციელით კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მნიშვნელობას აკნინებს.

„თქვენ ხართ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და არ შეიძლება საკუთარი თავი გამოაყენებინოთ პარტიის თავმჯდომარეს თუ პოლიტიკურ ზედამხედველს ინსტრუმენტად. არ შეიძლება ეს არც თქვენთვის პირონულად, რადგან თქვენც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, თქვენს სიტყვასაც ფასი უნდა ჰქონდეს და მეორე - არ შეიძლება ეს გააკეთოთ, რადგან ამით ეროვნული ბანკის მნიშვნელობას აკნინებთ. ყველა ეს მოქმედება ხომ დროებითია? ჩვენ ამას გავიგებთ, რაც ისედაც ვიცით, მაგრამ სააშკარაოზე გამოვა. მერე შეგრცხვებათ იმ საქციელის, რომელიც გულისხმობს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტად გამოყენებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა გრძელდება.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია