სიღნაღში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 6 აპრილს, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა- „გზა თავისუფლებისკენ“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენის გახსნას ქალაქ სიღნაღთან დაძმობილებული საფრანგეთის ქალაქის - შატონეფის მერი ემანუელ დელმონტი, ქართულ-ფრანგული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი ჟერარ ჟერმანი, კახეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

23-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლევან მოსიაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. თვითნასწავლი მხატვრის გამოფენები, საქართველოს გარდა, არაერთ ქვეყანასა და კონტინენტზე ყოფილა. 2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ მხატვარს საფრანგეთში მოღვაწეობა შესთავაზა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა.

მხატვარი, ლევან მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ თანამემამულეებთან შეხვედრის გამო ბედნიერია. ამავე დროს ის ფრანგი ხალხის მადლობელია.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე დღეს საკუთარ ოჯახში მოვედი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს თანამემამულეებს ვხვდები. ჩემი სამშობლო საქართველოა. მადლობა ფრანგ მეგობრებს, ბატონ ჟერარ ჟერმანს, რომელმაც საფრანგეთში საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღო, ასევე ბატონ ემანუელ დელმონტს, სიღნაღის მუზეუმს, რომ ჩემი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო,“-აღნიშნა ლევან მოსიაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ