ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელ მაია სამიტაშვილსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, რომელიც თავის უფროსს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მაია სამიტაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ,,ინტერპრესნიუსთან“ ვრცლად საუბრობს გარემოებების შესახებ. იგი ამბობს, რომ მსხვერპლი თავადაა, რადგან იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან სწორედ, მანანა ელოშვილისა და მისი მეუღლის პროვოკაციული ქმედებების შედეგად.

„მანანა ელოშვილი ყვარლის ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა 2013წლიდან, მე მივედი 2015 წელიდან. რომ მივედი, ეწერა რეგალია ,,სპეციალისტი“ , მაგრამ რისი სპეციალისტი იყო, არ ჰქონდა გაწერილი ფუნქცია. მისვლის წუთიდან მივხვდი, რომ მას ჩემი ადგილი უნდოდა, მისი მეუღლე ჩემთვის აპირებდა, რომ ჩემი კარი ფიცრებით დაეჭედა, მაგრამ მაშინ გამგებელი ია მზექალაშვილი იყო ამას ვერ გაბედავდა. ისე იმუშავა ორი წელი ამ ქალმა, რამდენიმე ბაღში ნამყოფიც არ იყო, ვინ იყო, რისი სპეციალისტი იყო არავინ იცოდა. რაც მე მივედი მას ორჯერ მივეცი ფუნქცია: ერთი ვერ შეასრულა და მეორეზე უარი მითხრა. ის და მისი მეუღლე მიდიოდნენ პროვოკაციაზე, ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მე სამსახური დამეტოვებინა, იყო მუქარები, რომ მანქანას გადამატარებდა. მერე მომდიოდა ინფორმაცია, რომ ვიღაც მასწავლებელს ხელი დააფარა, ვიღაცას არ ჰქონდა ჟურნალი - არ თქვა და ა.შ. სპეციალისტმა კომპიუტერში მუშაობა არ იცოდა და პრეტენზია ჰქონდა დირექტორობაზე“, - განაცხადა მაია სამიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სამიტაშვილს მისი ყოფილი თანამშრომელი, მანანა ელოშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მანანა ელოშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მაია სამიტაშვილი, დაახლოებით ერთი წელი აიძულებდა სამსახურიდან წასვლას და არათანაბარ სამუშაო პირობებში ამყოფებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა