ფოთის მერის მოადგილედ პაატა ლაგვილავა დაინიშნა

ფოთის მერის მოადგილედ პაატა ლაგვილავა დაინიშნა. გოჩა კურდღელიამ ლაგვილავა თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. მან კულტურა, სპორტი და სოციალური საკითხები ჩაიბარა.

„შემოთავაზება ქალაქის მერისგან მივიღე. დავფიქრდი, გავიარე კონსულტაცია და მივიღე გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის მქონდა შეხვედრები ადმინისტრაციის სამსახურთან, სადაც გავიარეთ მიმდინარე თემები. ხვალ მოგეხსენებათ არის 9 აპრილი და ვიქნებით ღონისძიებებზე წარმოდგენილი. ოთხშაბათიდან კი ვაპირებ ყველა იმ სამსახურში გასვლას, რომელიც ჩემს კონკრეტულ საკურატორო სფეროს ეხება. ადგილზე გავეცნობით მიმდინარე პროექტებს, იდეებს, მოსაზრებებს, თუ რა არის განსახორციელებელი, რა არის დაგეგმილი“, - განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

აღსანიშნავია, რომ მერის მოადგილის პოსტი 1 აპრილიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება