რუსთავში ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას გააპროტესტებენ

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხვალ საპროტესტო აქცია - "ციხეებით სავსე ქალაქი" გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს და სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

აქციაში მონაწილეობას ,,რუსთავის სკაუტების ცენტრის" წარმომადგენლებიც მიიღებენ. ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ახალგაზრდების ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიცის მინისტრის სახელზე, პეტიციაც გაავრცელა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ციხის მშენებლობას. მათი განცხადებით, ქალაქში ოთხი სასჯელაღსრულების დაწესებულების არსებობა საკმარისია, ჭყონდიდელის დასახლებაში უნდა შეწყდეს მშენებლობა და რუსთავი ციხეების ქალაქად არ უნდა გადაიქცეს.

"სიტყვა" მეგობრობას" ნუ შევცვლით "ციხით"! გამოვფხიზლდეთ რუსთაველები და ერთად შევეწინააღმდეგოთ ჩვენი ქალაქის მომავლის დამახინჯებას! კმარა ციხეები!" ,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“