გიორგი შენგელია - გვაქვს ძალიან ბევრი საჭიროება, რომლის მოგვარებისთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი(გეგა) შენგელია საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ჭკადუაშის, ჭაქვინჯის და ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩევლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. კანდიდატთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გიორგი შენგელია ამომრჩეველს ჭკადუაშში გამართულ შეხვედრაზე, ცენტრალური გზის მშენებლობის მესამე ეტაპის შესახებ ესაუბრა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ გზის მრავალწლიან პრობლემას მოხსნის, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ასევე მოხდება წყალმომარაგების რეაბილიტაცია ჯინჯოლავების და პაპავების უბანში. წელსვე ჭკადუაშში ამბულატორიის რეაბილიტაცია მოხდება.

„ჩვენ სოფლებში გავქვს ძალიან ბევრი საჭიროება, რომლის მოგვარებისთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო. ერთ-ერთი უმთავრესი შიდა გზების და წყალმომარაგების პრობლემებია, საკითხების იდენტიფიცირება მომხდარია, ბევრი მათგანის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ სოფელში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, რომელიც რამდენიმე უბანში კვლავ მოუგვარებელია, წელს ჩვენ მოვახდენთ გაზიფიცირების პროექტირებას და ამ პრობლემის მოგვარება მოხდება“ ,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ

ზედაეწერში გამართულ შეხვედრაზე კი მმართველი პარტიის კანდიდატმა დევნილთა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორპუსების გადახურვის პრობლემას მოაგვარებს. გიორგი შენგელიას სოფელში გარე განათებისა და მიურატის ქუჩაზე მოსაცდელის მოწყობის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, პრობლემის მოგვარება წელსვე მოხდება და ის უკვე ჩასმულია მიმდინარე წლის გეგმაში. ზედაეწერში უკვე მიმდინარეობს ცენტრთან მისასვლელი გზის დაგების სამუშაოები, უკვე დასრულებულია სოფლის გაზიფიცირება.

გიორგი შენგელია დღის ბოლოს, ამომრჩეველს ჭაქვინჯის ცენტრში შეხვდა. სადაც ბაღმარანის უბანში წლობით მოუგვარებელ პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. ასფალტირებული გზა ბაღმარანის უბანში არასდროს ყოფილა. ჭაქვინჯში წელს შიდა გზების რეაბილიტაციაც მოხდება, ასევე განხორციელდება მინი სტადიონის და #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ ახალგაზრდულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც თანამედროვე ახალგაზრდული სივრცე აშენდება. ახალ შენობაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)