ნინო გოგუაძე - საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის ხელისუფლებები

საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის ხელისუფლებები, -ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. გოგუაძემ ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე რაც პარტიას და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანების შემდეგ შეექმნათ.

„ რ შეიძლება, სულ მუდამ პოლუსურ მდგომარეობაში იყო საქართველო. არ შეიძლება, ერთის ზიზღით მიდიოდნენ და ხმას აძლევდნენ მეორეს, რომელშიც ხედავენ ამ პირველის დამარცხების შესაძლებლობას. საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის ხელისუფლებები. ეს არის ჩემი პოლიტიკური ამოცანა და მსოფლმხედველობაც. ამიტომაც რაც არ უნდა არაპოპულარული მოსჩვენებოდათ ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი... იყო ისეთი თავდასხმები შალვა შავგულიძეზე... ბიოგრაფიაც კი შეუცვალეს, რომ გასჩენოდათ კითხვები, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი - ეს იქნებოდა ლეგიტიმური კითხვები და ჩვენ უნდა აგვეხსნა, მაგრამ კითხვები გაუჩნდათ გირგვლიანის საქმეზე, რომელი საქმითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დამარცხდა სტრასბურგში. საერთოდ უცნაური შეთქმულების თეორიაც კი მოვისმინე: თურმე მაშინ იმიტომ იბრძოდა შალვა, რომ მერე შესულიყო პოლიტიკურ პარტიაში, მერე შესულიყო კოალიციაში, მერე გამოსულიყო და შესულიყო „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციაში, იმიტომ, რომ თავიდანვე იყო „ნაციონალების“ მომხრე. საოცარ ზღაპრებს ვისმენ“,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მან იქვე დასძინა რომ დღეს ზედაპირზე ჩანს, როგორ გაიაზრა წარსული „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ყოფილი დეპუტატის შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ შალვა შავგულიძეს. რაც მეტყველებს იმაზე რომ „ევროპულმა საქართველომ“ გაიაზრა საკუთარი შეცდომები.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა