გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123(გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დეკემბერში აიკრძალა და ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია