თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო და საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის და მოპოვებული თავისუფლებისთვის. ეს იყო უდიდესი ტესტი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობში, დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრეს ასევე, უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურად სანთლებით გამოსახეს ,,9 აპრილი“ და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ვიდეორგოლი წარმოადგინეს.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა