რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ციხიდან დღეს გამოვა

ქართველი "კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. რუსული პრესის ინფორმაციით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო. მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00 საათამდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კი არის, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ „კარცერშიც“ მოათავსეს. თუმცა, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, 2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება. რუსული პრესის ინფორმაციით, სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ის 2006 წლიდან საკუთარი სურვილით საქართველოს მოქალაქე არ არის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს