სლოგანით - „მადლობა თავისუფლებისთვის", მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სლოგანით - „მადლობა თავისუფლებისთვის", მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობა 9 აპრილის სახელობის სკვერში გვიან ღამით შეიკრიბა.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს მემორიალი, იქვე აღევლინა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

სკვერში 1989 წლის 9 აპრილის ამსახველი დოკუმენტური ვიდეომასალის ჩვენება შედგა, მოგვიანებით კი ახალგაზრდებმა ცაში სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს