ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან „ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეიკრიბნენ

ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ ქვეყნის გათავისუფლება ოკუპანტის კლანჭებიდან ყოველდღიურად ხდება.

„მე მინდა, რომ ახალმა თაობამ ყველაზე მეტად იცოდეს 9 აპრილის ფასი. თქვენ გახსოვთ, რომ აქ იგეგმებოდა მასშტაბური მემორიალის გაკეთება. ეს ადგილი ბათუმის უნივერსიტეტთან, სწორედ სიმბოლოდ იქცა, რადგან სტუდენტები აქ ვიკრიბებოდით და მივდიოდით თბილისში აქციაზე. მე იმ მოვლენების მონაწილე ვარ, მათ შორის ჩემი თანაკურსელები. კარგია, რომ გმირთა ხეივანში გაიხსნა მემორიალური დაფა, 9 აპრილი იმსახურებს ორივე ადგილი მასშტაბური და თვალში საცემი უნდა იყოს ტურისტებისთვის. მემორიალი საქართველოს უახლეს ისტორიას უნდა უყვებოდეს“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა