გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან, თავისუფლებისთვის მოკლულების ხსოვნას მიაგეს პატივი - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

„დღეს 9 აპრილია. 30 წელი გავიდა დიდი ტრაგედიიდან, რომელიც ქართველი ხალხის დიდი თავგანწირვაც იყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა სამხედრო - სადამსჯელო მანქანამ 21 ადამიანი მოგვიკლა, ასობით სხვა კი მოგვიწამლა და დაასახიჩრა.

ეს იყო კრემლის სასტიკი რეაქცია მშვიდობიანი დემონსტრანტების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. მაშინდელმა სისატიკემ ქართველი ხალხი ვერ გატეხა. 9 აპრილის დანაშაულმა ის უფრო კონსოლიდირებული გახადა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და 2 წლის თავზე, ტრაგედიის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ იქცა.

უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით - 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და 9 აპრილის გმირების სახელით - გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

9 აპრილი თავდადების, სიმართლის, სიმტკიცის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეა. ეს არის დიდი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღე. თითოეული ჩვენგანი უნდა შრომობდეს და იბრძოდეს იმისთვის, რომ 9 აპრილის იდეალები იყოს დაცული საქართველოში.

ჩვენ მართლა უნდა წარმოვადგენდეთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც თავის საფუძვლად სწორედ ამ იდეალებს გულისმობს. 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ბრძოლა კი, რასაც 9 აპრილის გმირები შეეწირნენ, ერთი წუთით არ შეწყვეტილა. ის ბოლომდე მისაყვანია.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი და არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო