სანდრა რულოვსი - არ დავივიწყებთ იმ გმირებს, ვინც 30 წლის წინ კრემლის სადამსჯელო მანქანამ რუსთაველის გამზირზე მოკლა

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი პარტიის ლიდერებთან ერთად მიაგო. მისი თქმით, ეს დღე არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლო. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„დღეს ცხრა აპრილია. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს, ვინც 30 წლის წინ კრემლის სადამსჯელო მანქანამ თბილისში რუსთაველის გამზირზე მოკლა. ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რაც მოიპოვა 2 წლის შემდეგ და ამაში ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი ითამაშა. არამარტო გლოვის დღეა, ასევე არის გამარჯვების დღე, თავისუფლების და სიმტკიცის დღე. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. დღესაც ჩვენ აგრესიული მეზობელი გვყავს და ცუდად იქცევა ე.წ საოკუპაციო ხაზთან, ხან შამგონაში, ხან ატოცში და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ყოველდღე“, - აღნიშნა რულოვსმა.

ცნობისთვის, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს