გურიაში, 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს. გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებმა, 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკეს. ასევე იმყოფებოდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ობელისკთან, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავზე და ყვავილები მიიტანეს. მოგვიანებით კი ჩოხატაურში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები.

„ტკივილით სავსე 30 წელი - 1989 წლის 9 აპრილმა, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა. ტრაგედიიდან ორ წელიწადში, ჩვენი გმირების თავგანწირვის შედეგად, ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ. იმ 21 გმირს შორის, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. დღეს, ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და ქედი მოვიხარეთ მათი ოჯახების წინაშე. დროა მადლიერების, მადლობა თავისუფლებისთვის, დიდება გმირებს!"- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა