ფოთში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგვიანებით, მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„1989 წლის 9 აპრილი თითოეული ქართველისთვისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, 30 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. ქედს ვიხრი იმ ადმინების წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
დღესვე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება.

























