ბათუმში, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი აღიმართა

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან 30 წლისთავზე, ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი აღიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ კარანაძის თქმით, 9 აპრილმა ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გააერთიანა და ეს ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა.

„9 აპრილი არის დღე, რომელმაც ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც გრძელდება და არ დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“, - ამ სიტყვებით მიმართა მერაბ კარანაძემ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მერაბ კარანაძემ, ილია ვერძაძემ, ლადო მგალობლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ბრინჯაოს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორი თეიმურაზ მახარაძეა, ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს წინადადებითა და მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით, გმირთა ხეივანში აღიმართა. მანამდე ბათუმელები ამ დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ზღვისპირა პარკში არსებულ მემორიალურ ქვასთან იკრიბებოდნენ.

„მემორიალზე განთავსებული წარწერა გვახსენებს, რომ 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ქვეყნის ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა,“ - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა