სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა-დისკუსია 9 აპრილის შეეხებოდა.

“შეხვედრაზე პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს, ისაუბრეს 9 აპრილზე, როგორც ტრაგედიაზე და ამავდროულად გამარჯვებაზე, რადგან 2 წლის შემდეგ, 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ