ოზურგეთში, დაბა ლაითურთან ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.
იხილეთ ვიდეო: დაბა ლაითურთან, ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო

























