ბორჯომში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ბორჯომში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

„ადამიანებმა, საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად სამშობლოს დამოუკიდებულობა მოუტანეს. ეს უდიდესი გმირობაა და ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე. განვითარებული მოვლენების მიხედვით, ეს თარიღი ტრაგიკულია და ამავე დროს ერის თავისუფლების მოპოვების დღეა,“- აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

მემორიალთან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ადგილზე თემატური ღონისძიება მოეწყო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ